Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა "არამეგობრულად" გამოაცხადა კიდევ 5 ქვეყანა


ფოტო არქივიდან: რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა მოსკოვში
ფოტო არქივიდან: რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა მოსკოვში

რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალს დაამატა საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია ამ ქვეყნების „არამეგობრული ქმედებები რუსეთის, კერძოდ, საზღვარგარეთ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მიმართ".

„არამეგობრული ქვეყნების სტატუსის“ გამო საბერძნეთს, დანიას, სლოვაკეთს, სლოვენიას და ხორვატიას შეეზღუდათ უფლება, საელჩოებსა და საკონსულოებში თანამშრომლებად აიყვანონ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირები. რუსეთის მთავრობა ამ სიას ადგენს პრეზიდენტ პუტინის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცემული განკარგულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის სახელმწიფოების არამეგობრულ ქმედებებზე ზემოქმედებისთვის ზომების მიღებას".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პასუხად ხელი მოაწერა კიდევ ერთ განკარგულებას და მთავრობას დაავალა სიის შედგენა იმ ქვეყნებისა, რომლებიც "არამეგობრულად" ექცევიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს. ამ ჩამონათვალშია 50-მდე სახელმწიფო, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, იაპონია და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG