Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთიანობას არ იჩენენ - კრამონი


ვილოა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი
ვილოა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ EU-ს კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებზე მომუშავე პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ ერთიანობას არ იჩენენ.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“, სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას აჩენენ და არც ძალას. ევროკავშირის კანდიდატობა ერთი პარტიის მიერ კი არა, პოლიტიკური კლასის ერთიანობით მიიღწევა. ყველას შეაქვს თავისი წვლილი, ყველას უფასდება“,- წერს კრამონი.

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერობათა კომიმიტეტის დელეგაციის წვერი იყო, ჯგუფისა რომელიც ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს 20-21 ივლისს და შეხვდა როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს.

ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მკალისტერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უმთავრეს ამოცანად 12 პრიორიტეტის შესრულების პარალელურად, რჩება პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის დაძლევა.

შეხვედრების განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG