Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ის მოდელის ტანკები გადასცა


Army PT-91 ტანკი ნატოს მანევრებზე. 2017 წელი
Army PT-91 ტანკი ნატოს მანევრებზე. 2017 წელი

პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი, ადასტურებენ ცნობას, რომ პოლონეთის მიერ დაპირებული PT-91 Tward-ის მოდელის ტანკები უკვე უკრაინაშია. საინტერნეტო გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით ტანკების ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური წყაროები არაფერს ამბობენ.

პოლონეთის ნაციონალური თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს წარმომადგენლის, კშიშტოფ პლატეკმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის გადაცემული ტანკების შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმის შევსებას ვარშავა სამხრეთ კორეიდან მიღებული ტექნიკით შეეცდება.

PT-91 Twardy არის ტანკ T-72-ის პოლონური მოდერნიზაცია. ამ ვერსიის მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავა, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა და დინამიური ჯავშანი.

მანამდე უკრაინამ პოლონეთისგან 200 ტანკი T-72 მიიღო. ივნისის დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინის არმიისათვის ვარშავამ 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების (AHS Krab), სამი ბატარეა გადასცა.

გარდა ამისა, აღნიშნული იარაღის ექსპლუატაციის მიზნით, პოლონეთმა თავის ბაზებზე 100 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა.

XS
SM
MD
LG