Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის მერის ინიციატივით, მუშაობის ადრე დასაწყებად ქალაქს დილის 7 საათზე მუსიკა გააღვიძებს


ერევნის მერი ჰრაჩია სარქისიანი
ერევნის მერი ჰრაჩია სარქისიანი

ერევნის მერი, ჰრაჩია სარქისიანი, აცხადებს, რომ დედაქალაქმა ადრე უნდა გაიღვიძოს და სამუშაო დღე ადრე დაიწყოს.

"ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ. გარდა ამისა, ჩვენ თანაქალაქელებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში თვალი ადევნონ დროს და ჰაერის ტემპერატურას ახალ LED-ეკრანზე, რომელიც სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახურავზე დაიდგმება", - დაწერა ერევნის მერმა თავის ფეისბუკში.

ჰრაჩია სარქისიანი ერევნის მერი 2021 წლის ბოლოს გახდა. ის მმართველი პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულების" წევრია. სომხეთის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე მან ამავე პარტიის წარმომადგენელი ჰაიკ მარუთიანი შეცვალა, რომელიც უხუცესთა საბჭოს კენჭისყრის შედეგად თანამდებობიდან მოხსნეს.

სომხეთის მმართველი პარტიის წევრები ერევნის ყოფილ მერს ადანაშაულებენ იმაში, რომ ფაშინიანის წინააღმდეგ 2020 წლის ნოემბერში დაწყებული გამოსვლების დროს, უუნარო აღმოჩნდა სათანადოდ დახმარებოდა მთავრობას, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ოპოზიცია ღალატში ადანაშაულებდა და პიკეტებს უწყობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG