Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიქოვანი: ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!


ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხარდაჭერას უცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი. კობახიძის მიერ „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზის შემდეგ, ჩიქოვანი „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს: „ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი - დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე?

უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროპაგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, ,,კაგებეს” საუკეთესო ტრადიციებში.

ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!

საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი".

ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

კამათი გაგრძელდა „ოცნების“ კიდევ ერთ ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან, რომელმაც გაამართლა კობახიძე და „მთავარის“ ჟურნალისტს მისთვის „ბინძური შეურაცხყოფის“ მიყენებაში დასდო ბრალი.

„თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს. თან ეს ბინძური შეურაცხყოფა მიაყენეთ უმძიმესი ფორმით, ასე ადამიანს არც კითხვის ფორმით არც არანაირად არ უნდა დაელაპარაკო“, - თქვა მდინარაძემ და ჟურნალისტს კრემლის სასარგებლო იდიოტი უწოდა და დაამატა "თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა და მან მოგითმინათ, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონი გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით",- თქვა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სოლიდარობა გამოუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვას „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ. როგორც „ქარტიის" განცხადებაში ვკითხულობთ, ნატაშკა ჯახუტაშვილს ​ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG