Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიბად დაადასტურეს ოკუპირებულ დონეცკზე შეტევა


უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველომ ირიბად დაადასტურა შეტევა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ დონეცკზე. ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დონეცკში „ამ კონცერტისთვის“ მზადება დეტალური იყო და ამიტომ არის „ასეთი კაშკაშა შედეგი“.

დღეს დილით, რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები დონეცკში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის შესახებ. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერდნენ, რომ ხანძარი უკრაინის არმიის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო არ აკონკრეტებს, რომელი ობიექტი იწვოდა დონეცკში, თუმცა, აცხადებს, რომ „შედეგი შთამბეჭდავი“ იყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების და საწვავის ათეულობით საწყობი გაანადგურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG