Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: ჩვენი ყველას წინაპრები ან „კაგებეშნიკები“ იყვნენ ან სისტემის მონები


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვინმეს დისკრედიტაციის მცდელობა მათი წინაპრისთვის „კაგებეშნიკის“ დაძახებით გახუნებული პრაქტიკაა.

„მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ“, - წერს ჯაფარიძე 26 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში და ამატებს: „აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (‘კაგებეშნიკები’) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა“.

ჯაფარიძე ეხმაურება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის, დავით არახამიას სიტყვებს, რომ მას არ უკვირს ირაკლი კობახიძის კავშირები რუსეთთან, ვინაიდან კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი იყო.

ამ საკითხზე დასმულმა კითხვამ ირაკლი კობახიძე გააღიზიანა და კითხვის ავტორს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯაფარიძის აზრით, იმაზე მსჯელობას, წარსულში ვისი წინაპარი ვინ, ჯობს დღევანდელ „მონურ მდგომარეობაზე“ იყოს დისკუსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG