ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რადიო თავისუფლებას ცნობა ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ცერცვაძის მდგომარეობა საშუალოზე ოდნავ მეტი სიმძიმით ხასიათდება. „სახლში მკურნალობს. მხნედ არის. მკურნალობს პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურით“, - გვითხრეს პრესსამსახურში.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.
დაწერეთ კომენტარი