Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა გენერალური პროკურორობის კანდიდატი


უკრაინის პრეზიდენტის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ანდრიი კოსტინი პარლამენტის დეპუტატია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს - ვერხოვნა რადას მიმართა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრიი კოსტინის დასანიშნად თანხმობის მისაღებად. შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, 27 ივლისს გამოქვეყნდა.

ამჟამად ანდრიი კოსტინი პარლამენტის წევრია პარტია „ხალხის მსახურიდან“ და სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ კოსტინს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობა სურდა, მაგრამ ექსპერტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საეჭვო რეპუტაციის კანდიდატად მიიჩნიეს.

2021 წელს რადიო თავისუფლების პროექტი "Схеми" წერდა, რომ ანდრიი კოსტინმა თავისი ქალიშვილი დაასაქმა ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწედ, ამ დეპუტატის ვაჟი კი, თანაშემწედ თავად აიყვანა.

უკრაინის პრეზიდენტმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ გენერალური პროკურორის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებიდან ათავისუფლებს ირინა ვენედიქტოვას და ივან ბაკანოვს. ზელენსკიმ მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე. 19 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თანამდებობებიდან ვენედიქტოვას და ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG