Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჭარაშვილი ყაველაშვილს, ხუნდაძესა და სუბარს უერთდება


ფოტოკოლაჟი: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი
ფოტოკოლაჟი: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი პარტიას, "ქართული ოცნებას" კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. გურამ მაჭარაშვილი უერთდება მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის შექმნილ ჯგუფს, რომლებმაც პარტია "სიმართლის თქმის" მიზნით დატოვეს.

"როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ [პარტიის დატოვება], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაფუძნების დღიდან მაკავშირებს წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, აქედან გამომდინარე, როცა განცხადებას ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც არის დამოუკიდებელი", - უთხრა "TV პირველს" მან.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

XS
SM
MD
LG