ვოლგოგრადის ქუჩებში გამოჩნდა ბანერები საბჭოთა დიქტატორ სტალინის ბრძანებით "არც ერთი ნაბიჯი უკან", ცნობილი ბრძანება №227, რომელიც, როგორც რუსული სააგენტო "ლენტა" წერს, მეორე მსოფლიო ომის დროს უკან დახეული მებრძოლებისათვის ცეცხლის გახსნის უფლებას იძლეოდა.
სააგენტო "რია-ნოვოსტის" თანახმად, აღნიშნული ბანერები ქალაქის ყველა 8 რაიონში, სტალინგრადის ბრძოლის 80-ე წლისთავის აღნიშვნასთან, დაკავშირებით ადგილობრივი ვეტერანთა გაერთიანების ინიციატივით დაიდგა. ამ ინიციატივისთვის ადგილობრივ ხელისუფლების წინააღმდეგობა არ გაუწევია/
"დღეს შესრულდა უმაღლეს მთავარსარდალ სტალინის მიერ ამ ბრძანების ხელმოწერის 80-ე წლისთავი. ეს სასტიკი, ულმობელი ბრძანება, დრომ და გარემოებამ შვა. 1942 წლის აგვისტოს გერმანელები ვოლგას მიუახლოვდნენ და რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ", - აღნიშნა ვოლგოგრადის ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტრუკოვმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის შესახებ.
ორი წლის წინ „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულმაგამოკითხვამ ცხადჰყო, რომ საბჭოთა დიქტატორ სტალინის პოპულარობა რუსეთში ზრდას განაგრძობს და ის ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ყველაზე უფრო პოპულარულ ისტორიულ პიროვნებად რჩება.
ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში არაერთხელ მოხდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მეომორიალების შეურაცხყოფა.
1924-1953 წლებში საბჭოთა რეპრესიებს მილიონობით მოქალაქე ემსხვერპლა.
დაწერეთ კომენტარი