Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზის წინასწარი დაკავების იზოლატორში თითქმის 200 პატიმარი შიმშილობს


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

ვლადიკავკაზის წინასწარი დაკავების იზოლატორში 200-მდე პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა, რათა ასე გამოეხატათ პროტესტი საპატიმრო ცენტრში არსებული ცუდი პირობების გამო. 176 ადამიანმა კოლექტიური საჩივარი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასა და რეგიონის პროკურატურას, ასევე ადამიანის უფლებათა კომისარს.

22 ივლისს პატიმრებმა უარი თქვეს საკვების მიღებაზე. ახლა რეგიონის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა ცდილობს დაარწმუნოს პატიმრები, რომ განაახლონ საკვების მიღება. ამავე დროს, 28 ივლისს ჩრდილოეთ ოსეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოლონიაში ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბე უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG