Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ციხის დაბომბვას უწოდებს რუსეთის მიზანმიმართულ ომის დანაშაულს


ზოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ზოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში ციხის დაბომბვა, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იყო "რუსეთის მიზანმიმართული ომის დანაშაული", რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

29 ივლისს უკრაინამ გამოაცხადა, რომ მისმა უშიშროების სააგენტოებმა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვეს დაუყოვნებლივ გაგზავნონ გამომძიებლები სამხედრო ტყვეთა დახოცვის გარემოებების შესასწავლად. თავის ყოველდღიურ საღამოს გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ ტყვეებს შორის იყვნენ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის მცველები, რომლებიც იქიდან მაისში გაიყვანეს, გაეროსა და წითელი ჯვრის შუამავლობით.

მანამდე უკრაინამ გამოძიება დაიწყო რუსეთის ბრალდებებზე, რომ თავდასხმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დონეცკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 29 ივლისს აცხადებდნენ, რომ ოლიენევკის ციხეში პატიმართა დახოცვა გამოიწვია უკრაინის მხრიდან აშშ-ში წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემით განხორციელებულმა თავდასხმამ.

უკრაინის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, რუსეთის ვერსია თვალთმაქცობაა, რომელიც მიზნად ისახავს სიმართლის დამალვას იმაზე, თუ რა შეემთხვათ დაკავებულ უკრაინელებს. შტაბი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებს იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნიათ.

XS
SM
MD
LG