Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენს ტესტმა კვლავ დაუდასტურა COVID-19-ი, თუმცა პრეზიდენტი თავს "საკმაოდ კარგად" გრძნობს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 30 ივლისს ტესტმა კვლავ დაუდასტურა COVID-19-ი, იუწყება თეთრი სახლის ექიმი - თუმცა პრეზიდენტს სიმპტომები არ აქვს და თავს "საკმაოდ კარგად" გრძნობს.

ბაიდენს ეს ვირუსი პირველად ცხრა დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე კვირაში, მისი ტესტის შედეგი ორჯერ იყო უარყოფითი. პრეზიდენტი გააგრძელებს იზოლაციის პროცედურებს, ამბობს თეთრი სახლის ექიმი, კევინ ო'კონორი და დასძენს, რომ ესაა ვირუსის დაბრუნების იშვიათი შემთხვევა, ანტივირუსული მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ.

ბაიდენმა ტვიტერით დაწერა მისი ტესტის კვლავ დადებით შედეგზე - რომ ეს "ხალხის მცირე ჯგუფს" ემართება.

"სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ იზოლაციაში გადავალ ჩემს გარშემო ყველას უსაფრთხოებისთვის" - წერს ის და აღნიშნავს, რომ მუშაობას აგრძელებს.

ო'კონორის თქმით, 79 წლის ბაიდენის ტესტი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უარყოფითი იყო, და სიმპტომების არქონის გამო ჯერჯერობით მკურნალობის განახლება არ იგეგმება.

მანამდე ბაიდენი თავის COVID-91-ით ავადმყოფობის გამოცდილებას მსუბუქს უწოდებდა და ამბობდა, რომ იზოლაციაში ყოფნისას მუშაობის გაგრძელება შეეძლო. ბაიდენი ავადმყოფობის მსუბუქად მიმდინარეობას უკავშირებდა ვაქცინებს და შესაბამის მკურნალობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG