უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავრობამ მიიღო დონეცკიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება, რუსეთის შეჭრილ ძალებთან ინტენსიური შეტაკებების გამო.
30 ივლისს, საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ საცხოვრებელი ადგილები უნდა დატოვოს იმ ასი ათასობით ადამიანმაც, ვინც უფრო ფართოდ დონბასის რეგიონში რჩება.
"რაც მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს ახლა, მით ნაკლები ადამიანის მოკვლის დრო ექნება რუსეთს" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს.
უკრაინის მედიაში გავრცელდა ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის სიტყვები - რომ ევაკუაცია ზამთრის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, რადგან რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა განადგურებულია.
დაწერეთ კომენტარი