რუსეთის პრიმორსკის მხარის უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ გააგრძელა იაკუტიელი შამანის ალექსანდრე გაბიშევის ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა, -ამის შესახებ გაბიშევის დამცველმა ალექსეი პრიანიშნიკოვმა დაწერა ტელეგრამის არხში.
ადვოკატოს თქმით სასამართლო დაეყრდნო საავადმყოფოს სამედიცინო კომისიის სადავო დასკვცნას, რომელიც ნახევარ წელიწადში ერთხელ იკრიბება გადაწყევტილების მისაღებად.
"12 ივლისს პრიმორსკის რეგიონალური ფსიქიატრიული საავადმყოფოს სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ მიზანშეწონილი იყო ალექსანდრეს გადაყვანა ზოგად საავადმყოფოში და სასამართლოს მიმართა შესაბამისი წარდგენით. მაგრამ უკვე 27 ივლისს, იმავე საავადმყოფოს კომისია, მაგრამ განსხვავებული შემადგენლობით, მოულოდნელად მივიდა დასკვნამდე ალექსანდრეს მდგომარეობის გაუარესებისა და სპეციალიზებულ საავადმყოფოში დატოვების აუცილებლობის შესახებ", - წერს პრიანიშნიკოვი.
მისივე თქმით, ამ ახალი დასკვნის შესახებ არც დამცველებმა და არც თავად ალექსანდრე გაბიშევმა არაფერი იცოდნენ.
2021 წლის იანვრის ბოლოს 50 პოლიციელი და ცხრა მანქანა გამოიყენეს გაბიშევის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით ჰოსპიტალიზაციისთვის. მაშინ გაბიშევის დასაკავებლად მივიდარამდენიმე მაღალი რანგის პოლიციელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე. რამდენიმე დღით ადრე, გაბიშევმა მოსკოვზე ახალი ლაშქრობის კამპანია გამოაცხადა, რომელსაც 2021 წლის მარტში გეგმავდა.
გაბიშევმა სახელი გაითქვა 2019 წლის გაზაფხულზე, როცა თავის მომხრეებთან ერთად მსვლელობა მოაწყო იაკუტსკიდან მოსკოვში, "პუტინის განდევნის რიტუალის" ჩატარების მიზნით. შამანი რამდენიმე კვირაში დააკავეს, ბურიატიის და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე. შემდეგ ის მოათავსეს ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში, ამის მერე კი მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით.