ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად ესლამიმ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკას მოეპოვება ატომური ბომბის წარმოების ტექნიკური შესაძლებლობა, მაგრამ ამის გაკეთებას არ აპირებს, - იტყობინება ნახევრად ოფიციალური სააგენტო "ფარსი".
ესლამიმ გაიმეორა ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩევლის, კამალ ხარაზის მიერ გასულ ამ საკითხის თაობაზე თვეში გამოთქმული კომენტარი.
ირანი უკვე ამდიდრებს ურანს 60 პროცენტამდე, რაც ბევრად აღემატება თეირანის მიერ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების ფარგლებში დადგენილ 3.67 პროცენტიან ზღვარს.
90 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი უკვე გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
აშშ ხელშეკრულებიდან 2018 წელს გავიდა, რის შემდეგაც თეირანმა თანდათანობით დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
ირანმა ახლახან მიანიშნა, რომ ახალი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა კვლავ უერთგულოს ამ პირობებს - მაგრამ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.
აშშ აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოპარაკება მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ირანი შეწყვეტს დამატებითი მოთხოვნების წამოყენებას.
ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები აპრილის შემდეგ შეჩერებულია.