Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყოველი მესამე დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს


ხალხის რიგი მოსკოვში, ამერიკული McDonald's-ის დახურვის შემდეგ გახსნილ, სწრაფი კვების რუსულ ობიექტთან. 2022 წლის 12 ივნისი
ხალხის რიგი მოსკოვში, ამერიკული McDonald's-ის დახურვის შემდეგ გახსნილ, სწრაფი კვების რუსულ ობიექტთან. 2022 წლის 12 ივნისი

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ეხება საბაზისო სამეცნიერო ცოდნის დონეს. ცენტრის თანახმად, რუსების მესამედს მცდარი ცოდნა აქვს მაგალითად იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მზის სისტემა.

გამოკითხულთა 35% დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის განმარტებით, ბოლო 15 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, 2007 წლის გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული და ამჟამად 7%-ს შეადგენს რაოდენობა რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური რძე ადუღების შემდეგ უსაფრთხო ხდება.

ამავე კვლევით, იმის, რომ პირველყოფილ ადამიანს შეეძლო დინოზავრებთან ერთად სეირნობა, სჯერა ყოველ მეხუთე გამოკითხულს - 21%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG