Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები დონეცკის ოლქს ორი მიმართულებიდან უტევენ


ქალაქ ბახმუტში სარაკეტო დარტყმით დანგრეული სავაჭრო ცენტრი. 2022 წლის 21 ივლისი
ქალაქ ბახმუტში სარაკეტო დარტყმით დანგრეული სავაჭრო ცენტრი. 2022 წლის 21 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დონეცკის ოლქში უტევენ ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებს.

გენერალური შტაბის თანახმად, ამ შემტევი ოპერაციით მოწინააღმდეგე ცდილობს ქალაქების, ბახმუტის და სოლედარის სრულად დაპყრობას და დონეცკის დასავლეთით კონტროლირებული ტერიტორიის გაფართოებას.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა ბახმუტის და ავდეევკის რაიონების 15-მდე დასახლებულ პუნქტში, არტილერიის და ტანკების გამოყენებით მიიტანეს იერიში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. გენერალური შტაბი შედეგებზე არაფერს იუწყება და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

XS
SM
MD
LG