Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კანვენის" კლინიკის დირექტორი დაჭრეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

თბილისში, "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას თანამშრომელმა ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გალდავას ოპერაცია უტარდება.

დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით.

XS
SM
MD
LG