Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავის წინ ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო წვრთნა დაიწყო


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე სხვადასხვა ტიპის იარაღიდან საბრძოლო სასწავლო წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყების პრესსამსახური იუწყება.

წვრთნა ტარდება საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მოტომსროლელი ბატალიონის ქვედანაყოფების ჩართულობით. ჯარისკაცები თავდაცვითი საბრძოლო უნარების გაუმჯობესებაში ვარჯიშობენ, დღისით, ასევე, ღამით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღამის სროლას.

„მეთაურები თავდაჯერებულად და ეფექტურად მართავენ დაქვემდებარებულ დანაყოფებს, აუმჯობესებენ უნარებს საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებაში. სერჟანტები აუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს რაზმების მართვაში. მუშავდება ისეთი მომენტები, როგორიცაა ჯავშანტექნიკის და მტრის ცოცხალი ძალის განადგურების ბრძანებების სწორი და მკაფიო გაცემა, საბრძოლველად რელიეფის ოსტატურად გამოყენება და მრავალი სხვა ამოცანა“, - განაცხადა ბატალიონის მეთაურის მოადგილემ რუსტამ ძაგოევმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის საბრძოლო პოლიგონზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ შეიარაღებული ძალების და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ჯარისკაცების წვრთნა მთელი ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა, სწავლებები აგვისტოშიც გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG