Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყუბანში უკრაინაში დაღუპული სამხედროების ახალი საფლავები აღმოაჩინეს


ყუბანი, სამხედროთა სამარხები
ყუბანი, სამხედროთა სამარხები

კრასნოდარის მხარეში, სოფელ პოლტავსკაიაში, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს დაღუპული ორი ადგილობრივი მცხოვრების საფლავები აღმოაჩინეს. ამის შესახებ "კავკაზ.რეალიი" სამხედრო პენსიონერ ვიტალი ვოტანოვსკიზე დაყრდნობით იუწყება.

"თავდაპირველად გვითხრეს, რომ პოლტავაში ოთხი ჯარისკაცი იყო დაკრძალული, მაგრამ მხოლოდ ორის საფლავი დავადგინეთ. სასაფლაოს მომვლელმა საფლავები თავად გვაჩვენა, თქვა, რომ ისინი სამხედრო პატივით, სალუტით დაკრძალეს, როგორც უკრაინაში დაღუპულები. საფლავებზე სამხედრო უწყების გვირგვინებიც იყო", - უთხრა ვოტანოვსკიმ "კავკაზ. რეალიის".

ლაპარაკია 2022 წლის 24 მაისსა და 29 მაისს დაღუპულ ალექსანდრ ახმედოვსა და ივან არეფიევზე. არეფიევის საფლავზე არის ფოტო, რომელშიც იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ერთ-ერთი პროპაგანდისტული ძეგლის გვერდით კამუფლირებულ სამხედრო ფორმაშია გადაღებული. ახმედოვისა და არეფიევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება.

რაც შეეხება თავად ვიტალი ვოტანოვსკის, მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ატარებენ შემოწმებას სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით, უკრაინის ომში სავარაუდოდ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების საფლავების ფოტოების ტელეგრამის არხში გამოქვეყნების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG