Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი წყვეტენ რუსული ქვანახშირის შეძენას


საილუსტრაციო ფოტო: ქვანახშირით დატვირთული ვაგონები
საილუსტრაციო ფოტო: ქვანახშირით დატვირთული ვაგონები

10 აგვისტოდან ძალაში შევიდა აკრძალვა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტის შესახებ. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეს ზომა ევროკავშირმა აპრილში, სანქციების მეხუთე პაკეტში შეიტანა. დღეიდანვე რუსულ ქვანახშირზე უარს ამბობს დიდი ბრიტანეთი.

ევროკომისიის შეფასებით, აკრძალვა რუსეთის ქვანახშირის სრული იმპორტის ერთ მეოთხედს შეეხება, რაც წელიწადში 8 მილიარდი ევროს დანაკლისს ნიშნავს.

ევროკავშირი რუსეთის ქვანახშირს სამხრეთ ამერიკული, ავსტრალიური, კოლუმბიური, ყაზახური და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იმპორტირებულით ანაცვლებს.

ევროკავშირის მიერ რუსულ ქვანახშირზე უარის წინასწარ გაცხადების შემდეგ, მოსკოვმა საექსპორტო ნაკადები ნაწილობრივ ინდოეთისა და თურქეთისკენ მიმართა, ამასთან, რუსეთს ქვანახშირის თითქმის განახევრებული ფასით გაყიდვა უწევს.

წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ უარის თქმას აპირებს. გამონაკლისი მხოლოდ მილსადენით იმპორტირებული ნედლი ნავთობი იქნება.

აშშ-მა რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი მარტის დასაწყისიდან აკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG