Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ჯარის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას


10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან გახსნეს ცეცხლი დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების, მარჰანეცის და მიროვოეს მიმართულებით, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა ახლომდებარე რამდენიმე სოფელს. ამის შესახებ განაცხადა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ, რომლის თანახმად, მარჰანეცში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ხუთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

რეზნიჩენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის საცხოვრებელ უბნებს 80 რაკეტა ესროლეს. ქალაქში დაზიანდა 20-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი, კულტურის სახლი, საერთო საცხოვრებელი, ორი სკოლა და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.

გარდა ამისა, რეზნიჩენკოს თქმით, დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ვიშეტარასოვკაში დაიღუპა ქალი, რომლის სახლიც მთლიანად განადგურდა. დაზიანდა კიდევ 11 სახლი და გაზსადენი, რომელმაც ათასამდე ადამიანი ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა.

დაბომბვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

რუსი სამხედროები ირწმუნებიან, რომ ისინი თავს არ ესხმიან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ცეცხლს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უშენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG