Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ტელეწამყვანის, მარია ოვსიანიკოვას წინააღმდეგ საქმე აღიძრა კრემლთან პიკეტის გამო


მარია ოვსიანიკოვას პიკეტი მოსკოვში. 15 ივლისი.
მარია ოვსიანიკოვას პიკეტი მოსკოვში. 15 ივლისი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით საქმე აღძრა პირველი არხის ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ. საქმე ეხება კრემლის მახლობლად გამართულ პიკეტს, რომლის დროსაც ოვსიანიკოვას ხელში ეჭირა პლაკატი: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები - ფაშისტები. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?“. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.

10 აგვისტოს დილით ოვსიანიკოვას ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე წაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი იტყობინება, ჩხრეკა ჩატარდა მუხლით „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“.

15 ივლისს ოვსიანიკოვამ მარტომ მოაწყო პიკეტი კრემლის ფონზე და გაშალა პლაკატი „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები - ფაშისტები“. მაშინ ის არ დაუკავებიათ.

მარია ოვსიანიკოვა ცნობილი გახდა თავისი ანტისაომარი აქციით სატელევიზიო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სადაც ის მუშაობდა. მაშინ ის ახალი ამბების გამოშვების დროს ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოვიდა კადრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG