მოსკოვში უზბეკეთის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მოხალისეთა ბატალიონის შექმნა ან უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა დანაშაულია უზბეკეთის კანონებით. როგორც ჩანს, ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა რუსული ტელევიზიით გადაცემული ტელესიუჟეტი უკრაინაში საბრძოლველად უზბეკური ბატალიონის შექმნის შესახებ. ამის შესახებ ცენტრალური აზიის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება.
საელჩოს საიტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში „გამონაკლისის გარეშე“ გადაეცემა ყველა პირი, რომელთა მიმართ მოიპოვება ინფორმაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის თაობაზე.
ტელეარხმა Vetta-მ აჩვენა სიუჟეტი პერმში მცხოვრებ უზბეკებზე, რომლებსაც სურთ შექმნან „ამირა თემურის“ ბატალიონი უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის.
„ჩვენი ბავშვები საბავშვო ბაღებში დადიან, სწავლობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ რუსეთში. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავამართლოთ ის პური, რომელსაც ვჭამთ, არამედ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ამიტომ გთავაზობთ, შეიქმნას მოხალისეთა ბატალიონი“, - ამბობს ტელევიზიით გადაცემულ ვიდეორგოლში „პერმის ოლქის ცენტრალური აზიის საზოგადოების“ ლიდერი ჯაჰონგირ ჯალოლოვი.
დაწერეთ კომენტარი