იემენის დედაქალაქ სანაში, ძლიერი წვიმების შედეგად ათი უნიკალური ისტორიული შენობა დაინგრა. სხვა 80, ასევე ძველი შენობა, ძლიერ დაზიანდა.
ამის თაობაზე იტყობინებიან ჰუტის მიმდევარი მეამბოხეები, რომლებიც ქალაქს აკონტროლებენ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.
არაფერია ცნობილი დაღუპულების და დაშავებულების შესახებ.
სანას ძველი ქალაქი იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია შეტანილი. ზოგიერთი შენობა 500 წელზე უფრო ადრეა აშენებული.
მათი საძირკვლები და პირველი სართულები ქვისაა, მაგრამ ზემოთ უკვე თიხით არის ნაგები.
სანას ეს შენობები ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მაღალსართულიან სახლებად.
დაწერეთ კომენტარი