Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი პუტინის დავალებით ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა


დმიტრი მედვედევი, კოლაჟი
დმიტრი მედვედევი, კოლაჟი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე დმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია, სადაც ვლადიმირ პუტინის დავალებით უსაფრთხოების შეხვედრა გამართა.

"ხუთშაბათს მე ვესტუმრე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, სადაც შევხვდი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, ლეონიდ პასეჩნიკს და დენის პუშილინს", - წერს ტელეგრამის არხში დმიტრი მედვედევი. მისი თქმით, ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვები.

შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობა წარმოადგენდა.

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

XS
SM
MD
LG