Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს


ჟურნალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "მედიაომბუდსმენის" განცხადებით, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს. თბილისის პროკურატურას მესამე ნაკადის განცხადებები უკვე წარუდგინეს.

განმცხადებლებს შორის არიან:

  • ნინო ზაუტაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • თეონა ხარაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო;
  • ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლება;
  • თორნიკე მანდარია - რადიო თავისუფლება;
  • ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება;
  • მერაბ მეტრეველი - "პალიტრა NEWS";
  • თინათინ ოსმანოვა - რადიო პალიტრა;
  • ანა წერეთელი - ტელეკომპანია "პირველი";
  • მაკა ჩიხლაძე - ტელეკომპანია "პირველი";
  • ლიკა ჯანყარაშვილი - ტელეკომპანია "პირველი";
  • ნიკა თევდორაძე- ტელეკომპანია "ფორმულა".

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის მასალებს, ე.წ. კრებსებს, რომლებიც დაახლოებით, 58 000-მდე ფაილისგან შედგებოდა.

თუკი ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურდება, დადასტურდება ისიც, რომ სახელმწიფო უსმენს სასულიერო პირებს, დიპლომატებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და სწავლობს მათ არასატელეფონო კომუნიკაციებსაც.

თბილისის პროკურატურამ 23 ჟურნალისტი უკვე ცნო დაზარალებულად, 10 ჟურნალისტის სახელით კი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა. სარჩელებს შორის არის რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის სარჩელიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG