Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი


ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანახმად, აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. წინასწარი მონაცემებით, საავადმყოფოში მოათავსეს რამდენიმე პირი. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ დარჩენილი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ადის ქალაქის თავზე შავი კვამლის დიდი სვეტი. მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აფეთქდა ფეიერვერკები, მაგრამ ხელისუფლება ჯერჯერობით არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

„სურმალუ“ სხვადასხვა საქონლისა და პროდუქტების საბითუმო ვაჭრობაზეა სპეციალიზებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG