შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით გაარღვია ბარიერი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის მახლობლად, ჰაერში გაისროლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
ინციდენტი კვირას დილით მოხდა. კაპიტოლიუმის შენობაში ამერიკის პარლამენტს უდევს ბინა. კონგრესმენები და სენატორები აგვისტოში საზაფხულო არდადეგებზე წავიდნენ. პოლიციის ცნობაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, არ ისახავდა მიზნად მათზე თავდასხმას. გარდა ამისა, მას, როგორც ჩანს, არცერთი პოლიციელისთვის არ დაუმიზნებია.
2021 წლის 2 აპრილს ინდიანის შტატის 25 წლის მაცხოვრებელმა ნოა გრინმა ავტომობილით გაარღვია კაპიტოლიუმის ბარიერი და ორ პოლიციელს დაეჯახა. ის შეეცადა, დანით დასხმოდა მათ თავს, მაგრამ მას ესროლეს და მოკლეს. დაიღუპა პოლიციის ერთი თანამშრომელი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი იყო შავკანიან ამერიკელთა ნაციონალისტური ორგანიზაციის, „ისლამის ნაციის“ მხარდამჭერი და ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. ორგანიზაცია გაემიჯნა თავდასხმას.
დაწერეთ კომენტარი