Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6-მდე გაიზარდა ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


სამაშველო სამუშაოები "სურმალუში" მომხდარი აფეთქების ტერიტორიაზე

15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მონაცემებით, 6 ადამიანია დაღუპული ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ 14 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა აიკ კონსტანიანმა განაცხადა.

უწყების წარმომადგენლის ცნობით, დადგენილია 4 დაღუპულის ვინაობა. დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. 61 პირი დაშავდა. გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

კლინიკაში იმყოფება 36 დაშავებული. ექიმების განცხადებით, მათ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უკვე გაწერეს 20-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო სამუშპაოები გრძელდება, ჯერ-ჯერობით ვერ შესძლეს ხანძრის ჩაქრობა.

დღეს დილით შემთხვევის ადგილას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ერევნის მერი ჰრაჩია სარქსიანი იმყოფებოდნენ.

სომხეთის გენერალური პროკურორის მრჩევლის, გორ აბრამიანის განცხადებით, აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო მიზეზს გამოძიება დაადგენს. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ორი მძლავრი აფეთქება მოხდა პიროტექნიკის საწყობში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG