Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკინგის სისტემის გამართვამდე, მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან - მერია


საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

თბილისის მერია იტყობინება, რომ მუნიციპალურ ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, შეფერხებით მუშაობს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. მერია აცხადებს, რომ სისტემის გამართულად ამუშავებამდე, მოქალაქეებს არ დააჯარიმებენ.

"თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რის გამოცაა გამოწვეული ტექნიკური ხარვეზი, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დღეს, 15 აგვისტოს დილითაც, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ პარკირებისას შექმნილი პრობლების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG