Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ დონეცკში კიევის მხარეს მებრძოლ კიდევ ხუთ უცხოელს წაუყენეს ბრალი


ბრიტანელი ეიდენ ელსინი და შონ პინერი და მაროკოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი სასამართლოზე

დონეცკის სეპარატისტული წყაროებისა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სასამართლომ 15 აგვისტოს ბრალი წაუყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლ, ამჟამად სეპარატისტების ტყვეობაში მყოფ ხუთ უცხოელ მოქალაქეს. რუსეთის მედიის თანახმად, მათ საბრძოლო მოქმედებებში "დაქირავებულ მებრძოლებად" მონაწილეობისა და "ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისთვის" სხვათა გაწვრთნაში ედებათ ბრალი. ბრალდებულთა შორის სამი ბრიტანეთის მოქალაქეა, ერთი - შვედეთის და ერთიც - ხორვატიის.

სასამართლოზე დასმულ შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ბრალდებას, ხუთივე მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"ინტერფაქსის" თანახმად, სამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა ოქტომბერში გაიმართება.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, თუ ბრალდებულთა ბრალეულობა დადასტურდა, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

უფრო ადრე, 9 ივნისს, ბრიტანეთის მოქალაქეებს, ეიდენ ელსინსა და შონ პინერს, ასევე მაროკოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმს სიკვდილი მიუსაჯა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" უზენაესმა სასამართლომ იმისთვის, რომ "დაქირავებულ მებრძოლებად" იმყოფებოდნენ უკრაინაში და მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში.

ეიდენ ალსინი და შონ პინერი უკრაინაში ცხოვრობდნენ მანამდე, ვიდრე 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხმოდა უკრაინას. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, უკრაინამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმეს სეპარატისტული დონეცკის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG