Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ხელი მოაწერა საკვანძო კანონპროექტს კლიმატის, ჯანდაცვის, გადასახადებისა და ინფლაციის თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 430 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე, რომელიც მოიცავს კლიმატთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და მყისიერად ხდება მისი ორწლიანი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი.

ე.წ. ინფლაციის შემცირების აქტის (IRA) მიღებით დასრულდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დავისა და გარიგებების პროცესი, რომლის დროსაც ბაიდენმა თანხმობა მოიპოვა საკვანძო მნიშვნელობის დემოკრატი სენატორისგან ქვანახშირის მომპოვებელი შტატიდან.

ის მოიცავს ზომებს, რომლებიც შექმნილია დაბალი ემისიის ენერგეტიკული ალტერნატივების მხარდასაჭერად და სათბურის გაზების ემისიის სხვაგვარადაც შესამცირებლად. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე რეცეპტით გაცემული წამლების ფასების შემცირებას და გადასახადების გაზრდას კორპორაციებისა და შეძლებულთათვის.

ბაიდენი მცირე ხნით დაბრუნდა შვებულებიდან, რათა ხელი მოეწერა კანონპროექტისთვის, რომელიც ოპოზიციური რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე მიიღეს.

„ეს კანონპროექტი არის ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი კლიმატთან დაკავშირებით“, - თქვა მან თეთრ სახლში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე.

რესპუბლიკელები მწვავედ აკრიტიკებენ კანონპროექტის ბევრ ელემენტს. მათ შორის ისინი აცხადებენ, რომ მისი ხარჯები შეკავების ნაცვლად კიდევ უფრო დააჩქარებს ინფლაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG