Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პრეზიდენტი: ჰოლოკოსტის განუმეორებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რამალაში გამოსვლისას. 2020 წლის 28 იანვარი

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ბერლინში ჰოლოკოსტის შესახებ თავის გამონათქვამზე ფართო კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სტუმრობის დროს, არ სურდა ჰოლოკოსტის განუმეორებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ამის შესახებ იტყობინება პალესტინელთა საინფორმაციო სააგენტო Wafa. აბასის თანახმად, ჰოლოკოსტი კაცობრიობის თანამედროვე ისტორიის ყველაზე საზარელი დანაშაულია. აბასის თქმით, მას სურდა პალესტინელი ხალხის მიმართ ისრაელის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გაემახვილებინა ყურადღება.

მაჰმუდ აბასმა 16 აგვისტოს საღამოს, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელს ბრალად დასდო პალესტინელთა მიმართ მრავალჯერადი ჰოლოკოსტი. შოლცს იქვე კრიტიკა არ გამოუთქვამს, მოგვიანებით, 17 აგვისტოს კი Twitter-ით დაწერა, რომ ღრმად არის აღშფოთებული პალესტინელთა პრეზიდენტის „გამოუთქმელი განცხადებით“. გერმანიის ებრაელთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ იოზეფ შუსტერმა განაცხადა, რომ აბასმა ფეხით გათელა ექვსი მილიონი ებრაელის და ჰოლოკოსტის სხვა მსხვერპლის ხსოვნა. აბასის ნათქვამი დაგმეს ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, ასევე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გერმანიაში ებრაელთა ცხოვრების და ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში, ფელიქს კლაინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG