Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ლაშა ნაკაიძეზე: მოკვლით ემუქრებოდა ოჯახის წევრს, იძალადა ფიზიკურად და სექსუალურად


ლაშა ნაკაიძე
ლაშა ნაკაიძე

პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ლაშა ნაკაიძე ოჯახის წევრს შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულზე ნაკაიძემ იძალადა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად.

ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაგმო ძალადობა და საზოგადოებას აცნობა, რომ გამოძიების დასრულებამდე წყვეტდა ყველანაირ საქმიან ურთიერთობას ლაშა ნაკაიძესთან და მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავს, თუკი ბრალი არ დაუმტკიცდება.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG