Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში გაჩხრიკეს ჟურნალისტები, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობენ


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩხრეკა ჩაატარეს შვიდ ადამიანთან, რომლებიც თანამშრომლობენ ან ადრე მუშაობდნენ რადიო თავისუფლების პროექტებში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმეში ლაპარაკია YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელსაც კავშირი არა აქვს რადიო თავისუფლებასთან.

დაკავებულთა უმრავლესობა ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ორი მათგანის ბედი ჯერჯერობით უცნობია, ისინი კავშირზე არ გამოდიან. რა იურიდიულ სტატუსში იმყოფებიან ჟურნალისტები, უცნობია. მათთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

უკანასკნელ წლებში რადიო თავისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.

2021 წლის მარტში მედიაკორპორაცია იძულებული იყო, 30 წლის მუშაობის შემდეგ დაეხურა ბიურო მოსკოვში. 27 ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შეყვანილია „უცხოეთის აგენტი“ ფიზიკური პირების სიაში.

მედიაკორპორაციის რუსულენოვანი საიტები, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასი“, რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG