Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მისი ჯარების უკრაინიდან გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გაეროს გენერალურ მდივანი ანტონიუ გუტერეში ლვოვში, პრესკონფერენციაზე. 18 აგვისტო, 2022 წელი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გაეროს გენერალურ მდივანი ანტონიუ გუტერეში ლვოვში, პრესკონფერენციაზე. 18 აგვისტო, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ჯარები დატოვებენ უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას.

18 აგვისტოს გაიმართა ზელენსკის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ დასთანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის პარამეტრებს ზაპორიჟიეს ატომური სადგურის შესახებ.

ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურიდან ცეცხლის დაშენა.

თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ინარჩუნებს რწმენას, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება“. ერდოანის თქმით, სტამბულის შეთანხმების დადებითი შედეგები არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ იგრძნო.

თურქეთის პრეზიდენტი აპირებს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან განიხილოს ზელენსკისთან და გუტერეშთან ლვოვში გამართული მოლაპარაკების შედეგები.

ლვოვში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისკენ მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ იგი უკიდურესად შეშფოთებულია სადგურში და მის გარშემო არსებული ვითარებით. ობიექტი „არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის ნაცვლად, სასწრაფოდაა საჭირო შეთანხმება ზაპოროჟიეს სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG