პარასკევს დილით რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე წერს. მისი განცხადებით, სამიზნეში ამოიღეს კიევსკის, ოსნოვიანსკისა და ნემშლიანსკის რაიონები.
„ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ასევე დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს. იქ ხანძარია“, - წერს ტერეხოვი. მერს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტზეა საუბარი.
რუსეთის არმიამ რამდენიმე სარაკეტო იერიში ხარკოვზე გუშინ გამთენიასაც განახორციელა. შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა 42 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი