Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკამათო შეთანხმების გამო


მონტენეგროს პარლამენტის სხდომა 20 აგვისტოს. 2022 წელი
მონტენეგროს პარლამენტის სხდომა 20 აგვისტოს. 2022 წელი

მონტენეგროს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა უმცირესობის მთავრობის პრემიერ-მინისტრს, დრიტან აბაზოვიჩს, მთავრობასა და სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის საკამათო შეთანხმებასთან დაკავშირების გამო.

20 აგვისტოს 81 წევრისგან შემდგარმა საკანონმდებლო ორგანომ, ერთდღიანი დებატების შემდეგ, მიიღო რეზოლუცია 50 ხმით ერთის წინააღმდეგ. აბაზოვიჩის სამოქალაქო მოძრაობის, "ურას" (URA) და მოკავშირე "დემოკრატიული ფრონტისა" და "სოციალისტური სახალხო პარტიის" დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

"ვაცხადებ, რომ მონტენეგროს მთავრობამ ნდობა დაკარგა", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, დანიელა დუროვიჩმა, კენჭისყრის შემდეგ. აბაზოვიჩის მთავრობა გააგრძელებს მოქმედებას დროებითი მთავრობის სახით, სანამ ახალი მთავრობა შეიქმნება. ეს იქნება მესამე მთავრობა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში არჩეულმა პარლამენტმა შექმნა.

მთავრობის დაშლის პროცესს მეთაურობდა პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის "სოციალისტების დემოკრატიული მთავრობა" (DPS). ჯუკანოვიჩისა და მის მხარდამჭერთა უკმაყოფილება გამოიწვია აბაზოვიჩის ხელის მოწერამ სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკამათო შეთანხმებაზე, რომელიც სერბეთისგან მონტენეგროს დამოუკიდებლობას სრულად არ აღიარებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეთანხმება ძირს უთხრის მონტენეგროს ეროვნულ ინტერესებს და რომ მას მოიაზრებენ, როგორც სერბეთისა და რუსეთის ინსტრუმენტს, თავიანთი გავლენა გააძლიერონ ბალკანეთის ამ ქვეყანაში.

აბრაზოვიჩმა დაიცვა შეთანხმება და განაცხადა, რომ ეს არის გზა იმისკენ, რომ დასრულდეს ეკლესიასთან ხანგრძლივი ქონებრივი დავა და სხვა საკითხებზე გადასვლა მოხდეს.

XS
SM
MD
LG