Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსული მარცვლეული და სასუქები მსოფლიო ბაზრებზე დაუბრკოლებლად უნდა გავიდეს


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში სტამბოლში, 20 აგვისტო, 2022 წელი.
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში სტამბოლში, 20 აგვისტო, 2022 წელი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, განაცხადა, რომ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებს მსოფლიო ბაზრებზე "დაუბრკოლებელი" მიღწევის საშუალება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური სასურსათო კრიზისი, შესაძლოა, უკვე მომავალ წელსაც დადგეს.

სტამბოლში 20 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, გუტერეშმა განაცხადა, რომ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გასულ თვეში გაფორმებული - უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ - შეთანხმებით, უკვე ხორციელდება 650 000 ტონა მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტი.

"შეთანხმების ამ პაკეტის მეორე ნაწილია რუსული კვების პროდუქტებისა და სასუქების, რომლებსაც არ ეხება სანქციები, დაუბრკოლებელი გატანა მსოფლიოს ბაზრებზე", - განაცხადა გუტერეშმა. მან თქვა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში მისი შეჭრის გამო, ცხადად თქვეს, რომ ეს ზომები არ ეხება საკვებსა და სასუქებს.

თუმცა ამის მიუხედავად, რუსული სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მაინც აწყდება "დაბრკოლებებს".

გუტერეშმა თქვა, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან მეტი საკვებისა და სასუქების მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაზრების შემდგომი დამშვიდებისა და მომხმარებლებისთვის ფასების დაწევისთვის.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, ხორბლის მსოფლიო ექსპორტის მესამედი რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა. რუსეთია ასევე სასუქის მთავარი ექსპორტიორი.

XS
SM
MD
LG