სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ მიკდადი ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაემგზავრება, ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთში სირიის ელჩმა, რიად ჰადადმა განუცხადა.
ელჩის თქმით, მიკდადი დღეს, 23 აგვისტოს, მოსკოვში ჩავა, რომლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აფხაზეთის "მაღალჩინოსნებთან" შეხვედრას გეგმავს.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში აფხაზეთის "საელჩოს" საზეიმო გახსნა გაიმართა. 2021 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიას ეწვია.
დაწერეთ კომენტარი