ლიეტუვაში ნატოს ჯარების ბრიგადა განთავსდება, ხოლო პირველი სამხედრო მოსამსახურეები ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში სექტემბერში ჩავლენ, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება, რომლის მიხედვით, ბრიგადაში ძირითადად გერმანიის ბუნდესვერის ჯარისკაცები და ოფიცრები მსახურობენ. გამოცემის თანახმად, ბრიგადის საერთო რაოდენობა დაახლოებით სამიდან ხუთ ათასამდე ადამიანი იქნება.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის განცხადებით, ნატოს ჯარის გამოჩენამ, მეზობელ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო შეჭრის კონტექსტში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს. რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზნად დაისახა აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის გაძლიერება და იქ არსებული ნატოს საბრძოლო ჯგუფების ბრიგადის დონეზე გაზრდა. ამჟამად ბუნდესვერის ხელმძღვანელობით ლიეტუვაში უკვე განთავსებულია ნატოს დაახლოებით 1600-კაციანი ბატალიონი, რომელშიც ათასი გერმანელი ჯარისკაცია.
ივნისის დასაწყისში, ლიეტუვაში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს "საიმედო საბრძოლო ბრიგადის" ჩამოყალიბებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. "როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ერთმანეთის ერთგულებას ვგრძნობთ და თავდასხმის შემთხვევაში ნატოს ტერიტორიის ყოველ გოჯს დავიცავთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაახლოებით 40 ათასი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთაგან დაახლოებით 18.5 ათასი რეგულარულ ჯარში მსახურობს.
ლიეტუვაში სექტემბერში ნატოს ჯარების ბრიგადის დისლოცირებას მოელიან

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი