Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნეპრის მერი მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს


ბორის ფილატოვი
ბორის ფილატოვი

უკრაინის ქალაქ დნეპრის (უკრაინულად დნიპრო) მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, რომ 23 აგვისტოს რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა ქალაქს, რის გამოც იგი მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"დარჩით თავშესაფარში. გვაქვს რაკეტების ნამსხვრევების კერძო სახლებზე დაცემის ფაქტები. ველოდებით ოფიციალურ ცნობებს სამხედრო ადმინისტრაციისგან", - წერს დნეპრის მერის "ფეისბუკში".

თავდასხმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წინა დღით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის გამო რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

მისი თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „რაიმე განსაკუთრებით საძაგელი“ სცადოს 24 აგვისტოს წინ, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს სრულდება ასევე ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

XS
SM
MD
LG