Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეწყვიტა ბიომეტრული პასპორტების გაცემა უცხოეთში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის დიპლომატიურმა მისიებმა უცხოეთში "ტექნიკური მიზეზებით" შეწყვიტეს ბიომეტრული პასპორტების გაცემა - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა მანამდე რუსეთში შეწყვიტეს ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელი ბიომეტრული დოკუმენტების გაცემა, რადგან რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შედეგად შეიქმნა დეფიციტი ამგვარი დოკუმენტებისთვის აუცილებელ ჩიპებზე.

ივნისში, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა სბერბანკმა გამოაცხადა, რომ ის ძველი ჩიპების ხელახალ კოდირებას მიმართავს, ახალ საბანკო ბარათებში მათი გამოყენების მიზნით.

XS
SM
MD
LG