ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაუგებარია რა გზებით შეძლებს რუსეთი უკრაინაში თავისი საბრძოლო ძალების გაზრდას - და მათი რიცხვის გაზრდის შემთხვევაშიც, საბრძოლო ძალის მატება ნაკლებად სავარაუდოა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი გაიზრდება 2.04 მილიონამდე, ამჟამინდელი 1.9 მილიონიდან - იმ ფონზე, როცა უკრაინაში ომი უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმდინარეობის თავის რეგულარულ მიმოხილვაში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ გაუგებარია ეს მიზანი მეტი მოხალისის ჩართვით იქნება მიღწეული, თუ ჯარში გაწვევის გაფართოებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას არ ექნება დიდი გავლენა უკრაინის ომზე, რადგან "რუსეთმა დაკარგა ათი ათასობით სამხედრო, ჯარში იწვევენ ძალიან ცოტა საკონტრაქტო მოსამსახურეს, და გაწვეულებს ტექნიკურად არ ევალებათ რუსეთის ტერიტორიის გარეთ იმსახურონ" - წერს სამინისტრო ტვიტერით 28 აგვისტოს.
დაწერეთ კომენტარი