Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა ხუთჯერ გააძვირა


ბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე

თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა ხუთჯერ გააძვირა მონტრეს კონვენციით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამის შესახებ თურქეთის პრესა იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

თურქეთმა გააუქმა სრუტეებში გავლის საგადასახადო სისტემა, რომელიც 1983 წელს იქნა შემოღებული, წერს თურქეთის გაზეთი Sabah-ი.

ამჟამად სრუტეებში გემების გავლით თურქეთი წელიწადში 40 მილიონ დოლარს იღებს გადასახადების სახით. გაზეთის შეფასებით, ეს შემოსავალი ამიერიდან 200 მილიონამდე გაიზრდება.

მონტრეს კონვენციით, რომელსაც 1936 წელს მოეწერა ხელი, აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე, რომლებიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებს. კონვენციის მე-19 მუხლით, თურქეთს შეუძლია სრუტე ჩაუკეტოს მეომარი ქვეყნების გემებს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ გემები, რომლებიც საკუთარ ნავსაყუდელს უბრუნდებიან.

ახლა ეს წესი გამოიყენება რუსეთისა და უკრაინის მიმართ. მაგრამ აგვისტოს დამდეგს სააგენტო Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ მოსკოვს მაინც გადააქვს იარაღი ბოსფორის გავლით. კერძოდ, ნახსენებია რეისი, რომელმაც სამხედრო ტექნიკა გადაიტანა სირიის პორტ ტარტუსიდან ნოვოროსიისკში.

XS
SM
MD
LG