პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა რუსი ოფიციალური პირების, ჟურნალისტების და პოპულარული ადამიანების სია, რომლებსაც, გუნდის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეეხოს სანქციები, არაპროვოცირებული ომის გარშემო კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო.
200 პირისგან შემდგარი სია შეიქმნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით - აცხადებს ნავალნის გუნდი, რომელიც საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის სახელითაა ცნობილი.
სია მოიცავს რუს სამხედროებს, ფედერალურ მინისტრებს, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, ოლიგარქებს და კრემლის პროპაგანდისტებს. ეს პირები ჯერჯერობით იმ უპრეცედენტო ეკონომიკური და ფინანსური სანქციების მიღმა არიან, რომლებიც შეეხო ქვეყნის ბევრ მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ნავალნის გუნდის თქმით, სიაში მოხვედრილ ფიგურებს ეკისრებათ "პირდაპირი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომისთვის".
დაწერეთ კომენტარი