Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერია ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშის აღმართვაზე


კადრები დროშის აღმართვის ვიდეოებიდან
კადრები დროშის აღმართვის ვიდეოებიდან

ქუთაისის მერია ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს ქალაქში მომხდარ ფაქტზე - მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშის აღმართვაზე.

დროშა ამჟამად ჩამოხსნილია. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა დროშა არასამუშაო საათებში, 30 აგვისტოს დაკიდეს, რაც მოგვიანებით დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია, მიუთითა და დროშა ჩამოხსნეს. პარკის დირექტორის მოადგილე ტარიელ მეტონიძე მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. პარკის ადმინისტრაციას პოლიციისთვის არ მიუმართავს. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში სათვალთვალო ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა, ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებით გამორთულია სარემონტო სამუშაოების გამო.

სოციალურ ქსელ ტიკტოკით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პარკის შესასვლელში, დროშის სადგარზე დაკიდებული რუსეთის დროშა და ორი მამაკაცი. ერთი მათგანი რუსულად ამბობს, რომ „საქართველო რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იყოს“. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი, მომხდარ ფაქტს უკავშირებს რუსეთთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას.

ბარათაშვილის განცხადებით, „ქვეყანაში პატრიოტები იდევნებიან და წახალისებულია რუსული იმპერიალიზმის მიმართ ადამიანების კეთილგანწყობა და მათ სასათბურე პირობები ექმნებათ“.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მერია განცხადებას გაავრცელებს. მასალა განახლება ინფორმაციის მიღების შემდეგ.

XS
SM
MD
LG